თეგებით ძიება

"ვიპოვე ის ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ..." - კესარი აბრამიძე პირადზე საუბრობს

მოდელი, კესარია აბრამიძე, ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურობს და არც ტელე ეკრანზე ჩანს ხშირად.

"პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა სიახლეებია მის ცხოვრებაში. 

კესარია აბრამიძე: ისეთი ბედნიერი ვარ, პირადზე საუბარი არ მინდა. იყო ერთი მხარე, იდეალური, როცა ბედნიერებას გავკიოდი, მაგრამ... გავიზარდე, დროსთან ერთად დავიხვეწე, ვიპოვე ის ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვარ და საერთოდ არ მინდა ამაზე საუბარი. ჩემში ყველაფერი შეიცვალა, სიმშვიდე, სტაბილურობა, შეხედულებები. ახლა ის ეტაპი მაქვს, კომფორტულად, შენთვის რომ გინდა ჩაგორება, ფუმფულა ჩუსტებით სახლში, გემრიელად რომ ხარ... 

- რატომ აღარ აქტიურობ სოცქსელებში?

- აღარ ვაქტიურობ, ბევრ გადაცემაში მისვლაზეც უარს ვამბობ. მიზეზი ისაა, რომ უბრალოდ არ მინდა. ჩემთვის, წყნარად ყოფნა მინდა, ბედნიერი ვარ... ჩემს სიყვარულებზე ლაპარაკით დავიღალე...

- ცხოვრებაში ეს ეტაპი რომ დაგიდგებოდა, წარმოიდგენდი?

- ალბათ არა... ჩემთვის ცხოვრების ის სტილი ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ კომფორტის ზონა და მნიშვნელოვანი ახლა სხვა რაღაცები გახდა. ძირითადად, „ინსტაგრამზე“ ვდებ ჩემს ბავშვთან, ბეკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად, ჩემი ლეკვი მყავს ასპარეზზე. ვარ ჩემთვის წყნარად, ჯერჯერობით ვისვენებ, როდის ავფეთქდები, არავინ იცის. მაქვს რაღაც პირადი გეგმები, რაზეც ჯერ საუბარი არ მინდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა