თეგებით ძიება

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და ერთი ადამიანის დაკავებას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ის, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმოამდგენელი ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.

„რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა“, - წერს ბორელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა