თეგებით ძიება

„თუ ჩვენ არ ვაიძულებთ ამ კოლაბორაციონისტ მთავრობას მოქმედებას, ტერორი კიდევ მეტი სიმძაფრით გაგრძელდება“ - დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ეხმაურება კირბალში, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.

„გუშინ ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ჩაცხრილეს ადგილობრივი მაცხოვრებელი, კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, 2008 წლის მონაწილე, თამაზ გინტური. 

ლევან დოთიაშვილი გატაცებულია. 

დღეს საღამოს, 7 საათზე, დაანონსდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან.

მე აუცილებლად შევუერთდები ამ აქციას. 

ხვალ, 8 ნოემბერს, 12.00-13.00 ვაპირებ გასვლას კირბალის მიმართულებით, რათა მივუსამძიმროთ ორკების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს, გვერდით დავუდგეთ კირბალელებს და ვუთხრათ მათ, რომ ისინი არ არიან მარტო და რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ უჭერს მხარს ამ უდიდესი გასაჭირის ჟამს. 

შევიკრიბოთ 12 საათზე და ერთად, საავტომობილო მსვლელობით ერთად წავიდეთ ოკუპაციის ხაზთან, სოფელ კირბალში. 

თუ ჩვენ ოკუპანტს არ ვაჩვენებთ ჩვენს ერთობას, თუ ჩვენ არ ვაიძულებთ ამ კოლაბორაციონისტ მთავრობას მოქმედებას, ტერორი კიდევ მეტი სიმძაფრით გაგრძელდება და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას,არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და აწი უკვე თამაზ გინტურის რიგებში გაჩნდება კიდევ სხვა სახელები. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსახლეობა ოკუპაციის ხაზთან დაუცველია, ის ცხოვრობს ყოველდღიური გატაცების და მკვლელობის შიშის ქვეშ! 

ჩვენ ვჭირდებით ამ ხალხს! 

ჩვენ ერთნი ვართ! 

ოკუპანტი მოიწევს წინ და გვცხრილავს დაუნდობლად! 

მხოლოდ ერთობა და ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა გადაგვარჩენს! 

ძალა ერთობაშია!“ - წერს ქაცარავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა