ამერიკაში მოხუც ებრაელს პალესტინის მხარდამჭერმა მომიტინგემ სცემა - დაზარალებული შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა (ვიდეო)
ლოს-ანჯელესში პალესტინის მხარდამჭერმა მომიტინგემ ხანდაზმულ ებრაელ მამაკაცს მეგაფონი ჩაარტყა თავში, რის შემდგომაც დაზარალებული შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა. მამაკაცის გარდაცვალება ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა. ამის შესახებ The Jerusalem Post წერს.
თვითმხილველების თქმით, 6 ნოემბერს ისრაელის მხარდამჭერ მიტინგზე მოხუცსა და ეჭვმიტანილს შორის დაპირისპირება მოხდა. ხანდაზმული მამაკაცი ადგილზე დასისხლიანებული იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცერებრალური სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც მედია წერს, პოლიცია დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ასევე უცნობია დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.
„ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოებას. ჩვენ არ შევეგუებით ძალადობას ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცველებისგან, შეგახსენებთ, რომ ეს არის მეოთხე დიდი ანტისემიტური დანაშაული, რომელიც წელს ჩაიდინეს ლოს-ანჯელესში", - ნათქვამია ლოს-ანჯელესის ებრაული ფედერაციის განცხადებაში.
ინციდენტი ადგილობრივებმა გადაიღეს და X-ზე გააზიარეს.
Content warning ⚠️ - an elderly Jewish man has been killed by a pro Palestinian protestor who hit him over the head with a megaphone at yesterday’s Israel rally.
Sadly, the victim has passed away from internal bleeding.
May his memory be a blessing and his attacker be… pic.twitter.com/41ZXNutwvK — StopAntisemitism (@StopAntisemites) November 7, 2023