"წყალს ვერ ვაჩერებთ" - სტიქიის მძიმე კადრები ქუთაისიდან (ვიდეო)
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები გამოიწვია, დაიტბორა ტერიტორიები, სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა.
ამ დროისთვის, პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.