თეგებით ძიება

"ჯილდო 20 000 ლარი მას ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეო კადრებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

ჯილდო 20 000 ლარი მას ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეო კადრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია ავრცელებს.

"ჯილდო 20 000 ლარი მას ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეო კადრებს. 

ჯილდო დააწესა ჩემმა ორგანიზაციამ საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეთა მხილების მიზნით, რათა ისინი წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. 

კახეთში, ბოლო 2 თვის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია , რომ გურჯაანის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური იჭერს ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს , გადაჰყავს გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარში და იქ არსებულ კრემატორიუმში ცოცხლად წვავს. თუ ეს ეჭვები რეალობაა ეს არის სასტიკი დანაშაული ,  დამნაშავეები უნდა იყვნენ მხილებულნი და მკაცრად დასჯილნი. სწორედ ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნას  ემსახურება ჩემი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო. 

მივმართავ გურჯაანის თავშესაფარის თანამშრომლებს , ნუ შეგეშინდებათ სავარაუდო დანაშაულის მხილების . თქვენი ანონიმურობა იქნება დაცული და ჯილდო გარანტირებული. 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა