თეგებით ძიება

არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით - პესკოვი კირბალში მომხდარზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს 1 მოქალაქის მოკვლის და 1-ის გატაცების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ Ekho Kavkaza წერს,

„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა. მისი თანმხლები პირი ლევან დოთიაშვილი გატაცებულია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა