მომდევნო 2 დღის განმავლობაში მზიანი და მშვიდი ამინდია მოსალოდნელი - მეტეოროლოგი
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
ხვალ და ზეგ - 8-9 ნოემბერს საქართველოში ამინდს კვლავ ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე განსაზღვრავს, რაც უღრუბლო და ამ შემთხვევაში თბილი ამინდის წინაპირობაა.
შესაბამისად, მომდევნო 2 დღის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი და მშვიდი ამინდია მოსალოდნელი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22, +24 გრადუსი იქნება.
სასიამოვნო დღეებს გისურვებთ! - წერს კობა ფარტენაძე.