თეგებით ძიება

„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ცენტრის წევრი“- სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

თბილისის ახალგაზრდული ცენტრი სოციალურ ქსელში, ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, მაია ომაროვას შესახებ წერს.

„გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ცენტრის წევრი და ილიას უნივერსიტეტის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებული, არქიტექტურის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი მაია ომაროვი. მაია იყო გამორჩეული ადამიანი, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, მისი ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველასთვის... თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ ტრაგედიის გადმოსაცემად“, - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

 19 წლის გოგო ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა