„ჩვენთან დეპუტატის შვილი კედებით მოვა?! ტყავები, ოქროები, დაცვები, შენ იცი მე ვინ ვარ?! ბანძები!“ - რას წერს ქართველი ემიგრანტი?
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინო მუშკუდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ნიუ იორკის საკრებულოს და უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევნებია დღეს.კარზე ზარია და სასიამოვნო,უბრალოდ ჩაცმული ახალგაზრდა მეუბნება,მე თქვენი დეპუტატობის კანდიდატის შვილი ვარ.თუ მამას მისცემთ ხმას,გამიხარდება...საუბარი დავასრულეთ და მთელი ხმით ღრიალი მომინდა.ნუთუ არ ვიყავით ღირსები,ჩვენც ღირსეულად გვეცხოვრა.ზონდერების,ყუთების გატაცების და კარუსელების გარეშე.ბოლო არჩევნებზე ათენში ვიყავი2012ში.მივედი და სიაში აღარ ვიყავი!არადა,რეგისტრაცია გავლილი მქონდა.რა ვნახეთ იმედგაცრუებების,სიღატაკის და ომების გარდა?!P.S.ჩვენთან დეპუტატის შვილი კედებით მოვა?!ტყავები,ოქროები,დაცვები.შენ იცი მე ვინ ვარ?!ბანძები! - წერს ნინო მუშკუდიანი.