"შეყვარებულს დავშორდი, ვუთხარი, ისევ ბადრი მიყვარს მეთქი...“ - რას ამბობს ნონა ვაშაყმაძე?
"ტოიკტოკერი“ ნონა ვაშაყმაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, „პრაიმტაიმს“ სიახლეების შესახებ უყვება.
ნონა ვაშაყმაძე: ოპერაციის შემდგომი პერიოდი კარგად მიდის, წონის კლებაც. ზუსტად 35 კილოგრამი დავიკელი, 55-მდე ჩამოსვლა მინდა. 101 კილოგრამი ვარ ახლა, ოპერაციამდე 136 ვიყავი.
- ცოტა ხნის წინ, „ტიკტოკ“ ლაივში თქვი, რომ შეყვარებული გყავს, როგორ განვითარდა ეს ურთიერთობა?
- შეყვარებულს დავშორდი. ვუთხარი, ისევ ბადრი მიყვარს-მეთქი. რა ვქნა, ის ბიჭი ვერ დავივიწყე. რომ ვუთხარი, არ მიყვარხარ-მეთქი, ტირილი დაიწყო. მივხვდი, რომ სიყვარულს ვთამაშობდი და ამის გამო, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ვეცადე ბადრის დავიწყება, მაგრამ არ გამომივიდა...
- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს ბადრისთან?
- არანაირი კონტაქტი გვაქვს, ვიჩხუბეთ. ვჩხუბობთ, ვრიგდებით, ვჩხუბობთ, ვრიგდებით. ყველაფერზე ვკამათობთ... მეუბნება, ცოლად არ მოგიყვან, როგორც დას ისე გიყურებო... ბადრიმ მითხრა, სანამ არ გადამიყვარებ, არ მომწეროო, მივწერე და ამის მერე „ტიკტოკზე“ დამბლოკა. ჩემი მიზანი ბადრი გუჯეჯიანია, მაგრამ არ ვუყვარვარ. ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა, რომ ის ჩაანაცვლოს.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"