როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
დედაქალაქში - თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ჰაერის ტემპერატურა დღისით, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება.