თეგებით ძიება
08. 11. 2023 მსოფლიო

ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას, უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ველოდებით ანგარიშს უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოებაში უკვე დიდი გზა გაიარა და ჩვენმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი და სურს იხილოს ახალი სახელმწიფო ევროკავშირში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა