გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას - პრეზიდენტი
მიხარია ქართველ ხალხთან ერთად - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას - დაწერა პრეზიდენტმა.
"მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები," - წერს X-ზე ზურაბიშვილი.