თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის დასკვნას ეხმიანება

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

 

ბრიუსელში, ევროკომისრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დადებით რეკომენდაციას ეხმიანება და დასკვნის შესახებ „ტვიტერში“ წერს:

„ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“.

 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა