თეგებით ძიება

მამაკაცი, რომელმაც სხვისი ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში 28 წელი გაატარა, მილიონერი გახდა

მამაკაცი, რომელმაც სხვისი ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში 28 წელი გაატარა, დიდი ფულადი კომპენსაცია მიიღო და მილიონერი გახდა. ინფორმაციას WPVI-TV ავრცელებს.

1988 წლის ივლისში უცნობმა თავდამსხმელმა ფილადელფიაში ოთხი წლის ბარბარა ჯინ ჰორნიმოკლა. გამომძიებამ მთავარ ეჭვმიტანილად უოლტერ ოგროდი დაასახელა. სასამართლო პროცესამდე მან დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა. 1996 წლის ოქტომბერში ოგროდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მოგვიანებით, WPVI-TV-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშები ოგროდის არ იყო და სხვა პირს ეკუთვნოდა. 2020 წელს ოგროდი სრულიად გაამართლეს და გაათავისუფლეს. ადამიანმა, რომელმაც სხვისი ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში 28 წელი გაატარა, ფილადელფიის ხელისუფლებისგან კომპენსაციის სახით 9,1 მილიონი დოლარი მიიღო.  

გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა, რომ ოგროდის უდანაშაულობაში ყოველთვის დარწმუნებული იყო. „ის უსამართლოდ დაისაჯა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ნაძირალა, რომელმაც ბარბარა ჟანი წაგვართვა, ადრე თუ გვიან, პასუხს აგებს“ - განაცხადა ქალმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა