იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც სინთეტიკურ საკვებს აკრძალავს
იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას თქმით, იტალია აკრძალავს ყველა იმ საკვებ-პროდუქტს, რომელიც სინთეტიკურია. ამის შესახებ Euractiv იუწყება.
პარლამენტის ქვედა პალატაში განიხილება კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს ლაბორატორიებში წარმოებული საკვების წარმოებას, იმპორტს და რეალიზაციას.
„იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც თავისუფალი იქნება სინთეტიკური საკვებისგან. ჩვენ გვსურს გავხდეთ იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამის რეგულირება და კონტროლი. ჩვენ ვირჩევთ სიფრთხილის პრინციპს. საკვების ხარისხი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ვერ მივიღებთ გაყოფილ საზოგადოებას, სადაც ხარისხიანი საკვები იწარმოება მხოლოდ მდიდარი ელიტისთვის. მიგვაჩნია, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჯანსაღი საკვები მიიღოს“, - აცხადებს მინისტრი.
წყარო: newshub.ge