თეგებით ძიება

რატომ უნდა ატაროთ ჩიყვის დროს ქარვის ყელსაბამი? - ჯადოსნური ქვა და მისი სამკურნალო თვისებები

ქარვა გაქვავებული ხის ფისია, რომელსაც უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ტრადიციულ მედიცინაში ქარვა მთელი რიგი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ის ეხმარება კანის დაავადებების განკურნებას, ქარვის მძივის ტარება სასარგებლოა ყელ-ყურის ანთების და ჩიყვის დროს. ჰიპოკრატე მას უნიშნავდა თირკმლების, მუცლის, თავის ტკივილის, მოწამვლის დროს, აგრეთვე, ჭლექით დაავადებულებს. ქარვისგან იღებენ ასევე D ვიტამინს.

თუ ჩიყვი იოდის დეფიციტითაა გამოწვეული, გირჩევთ ქარვის ყელსაბამი ატაროთ. ქარვა ზღვის პროდუქტია და მასში იოდია კონცენტრირებული, მაგრამ თუ საქმე გვაქვს აუტოიმუნურ დაავადებასთან, მაშინ, პირიქით, ქარვის ტარება არ შეიძლება.

ენდემური ჩიყვისას საყოველთაოდაა მიღებული მასობრივი პროფილაქტიკის ისეთი საშუალება, როგორიცაა იოდიანი მარილის გამოყენება ჩვეულებრივის ნაცვლად. ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკისთვის იოდიან მარილთან ერთად გამოიყენება ზღვასა და ოკეანეში მოპოვებული პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. სასარგებლოა აგრეთვე იოდით საგანგებოდ გამდიდრებული სხვადასხვა საკვები, მაგალითად, იოდიანი ჩაი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა