თეგებით ძიება

აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო

2024 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან, აბორ­ტამ­დე 5-დღი­ან მო­სა­ფიქ­რე­ბელ პე­რი­ოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლოგ­თან და სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, "ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­წყვე­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე“ ბრძა­ნე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, აბორ­ტის წინა კონ­სულ­ტა­ცია/გა­სა­უბ­რე­ბა ტარ­დე­ბა ექი­მი მეან-გი­ნე­კო­ლო­გის, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის და ფსი­ქო­ლო­გის მიერ, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფილ ექი­მის სა­კონ­სულ­ტა­ციო ოთახ­ში.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 5-დღი­ა­ნი მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი ვა­დის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დგე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს 1-ელი იან­ვრი­დან მო­ნი­ტო­რინგს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­უ­წევენ.

რაც შე­ე­ხე­ბა აბორ­ტის გა­კე­თე­ბის ვა­დებს, ბრძა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 7 კვი­რამ­დე ვა­დის ორ­სუ­ლო­ბი­სას მე­დი­კა­მენ­ტუ­რი აბორ­ტი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს I დო­ნის ან­ტე­ნა­ტა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექიმ მეან-გი­ნე­კო­ლო­გის მიერ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ადეკ­ვა­ტუ­რი და დრო­უ­ლი რე­ფე­რა­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პი­რო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა 7 კვი­რა­ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბის ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რ შე­წყვე­ტას, ის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მი მეან-გი­ნე­კო­ლო­გის მიერ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

"10 კვი­რამ­დე (70 დღე) ვა­დის ორ­სუ­ლო­ბი­სას მე­დი­კა­მენ­ტუ­რი აბორ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სტა­ცი­ო­ნარ­თან არ­სე­ბულ ან­ტე­ნა­ტა­ლურ დონე მი­ნი­ჭე­ბულ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექიმ მეან-გი­ნე­კო­ლო­გის მიერ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ადეკ­ვა­ტუ­რი და დრო­უ­ლი რე­ფე­რა­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პი­რო­ბით. მე­დი­კა­მენ­ტუ­რი აბორ­ტის გა­მომ­წვე­ვი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ექიმ მეან-გი­ნე­კო­ლო­გის ან/და რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

12 კვი­რა­ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბის ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­წყვე­ტის მიზ­ნით, ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დით სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ სა­მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში (გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დო­ნე­ზე) სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მი მეან-გი­ნე­კო­ლო­გის მიერ და შე­ტყო­ბი­ნე­ბა (სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი ასლი) უნდა გა­ეგ­ზავ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით შექ­მნილ "დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრძა­ნე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა