თეგებით ძიება
09. 11. 2023 მსოფლიო

ტრანსგენდერ ადამიანებს ნათლობის უფლება ექნებათ

კათოლიკურ ეკლესიაში, ტრანსგენდერ ადამიანებს უფლება ექნებათ, მოინათლონ, ან - თვითონ იყვნენ ნათლიები. ამის შესახებ ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

გადაწყვეტილება დაფუძნებულია პაპ ფრანცისკეს მიერ ლგბტქ+ საზოგადოების მხარდაჭერაზე, ეს თემი ეკლესიის მიერ მარგინალიზებულია.

თუმცა, პაპმა, მანამდე დაამტკიცა ვატიკანის დოქტრინა, რომლის მიხედვით, კათოლიკე მღვდლებს არ აქვთ უფლება ჯვარი დაწერონ ერთნაირსქესიან წყვილებს.

ფრანცისკემ ტრანსგენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტი 31 ოქტომბერს დაამტკიცა.

გარდა ნათლობისა, მათ შეუძლიათ იყვნენ ჯვრისწერის მოწმეებიც. ჯვრისწერის მოწმე შეიძლება იყოს, ასევე, ადამიანი, რომელსაც იმავე სქესის პარტნიორი ჰყავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა