თეგებით ძიება

“რა ლამაზია ასე სიკვდილი, როდესაც კვდები და ამ დროს სამარადისოდ იბადები!”… - სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ქცევა დავუწუნეთ, ნასვამი იყოო…

ჩვენ მთვრალები რესტორნიდან რესტორანში გადავდივართ, იქიდან კაზინოში, შემდეგ საყვარელთან და ანდაც სულაც ბორდელში…

ის კი ლომისაზე ავიდა, შენს ძალას ვენაცვალეო…

რწმენა დავუწუნეთ, ეკლესიის წინ იგინებაო…

და იმ მღვდლებს დავეკითხეთ, რომ გვითხრეს შენ მიწაზე შენი დროშის, შენი სიტყვის, შენი ქართველობის გამო ამოგიქოლეს სალოცავიო…

ის კი ლომისაზე ავიდა და გულიანადაც დააძახა, შენი ჩამჭედის დედას შე@@@ო…

გმირობა დავუწუნეთ, უაზროდ მოკვდაო…

უაზროდ მცხოვრებებმა ვერ შევუქეთ ვაჟკაცობა…

ის კი ლომისაზე ავიდა, მტრის არ შეეშინდა, მტრის საკეტური დალეწა, მტრის წართმეული დაიბრუნა, მერე კი მტრის ტყვიით მოკვდა, თუმცა გამარჯვებული… მაიორი გინტური…

რა ლამაზია ასე სიკვდილი, როდესაც კვდები და ამ დროს სამარადისოდ იბადები!

ჩვენ ვიკითხოთ, ისე რომ მოვექციეთ, ჩვენს გმირობას ვინ ჩივის, სხვისასაც ვმალავთ, იმის შიშით, ვინმე არ გავაბრაზოთ და ვინმე არ გავაღიზიანოთ…

ვაჟა ფშაველაც ახსენეს… მტერიც ხომ ადამიანიაო, ისინიც მოდიანო, ლოცულობენო, კარგად გვექცევიანო, ძალიან კარგი ხალხიაო, თუ არ ვაბრაზებთ არ გვესვრიანო, ესაა ქართველობაო, ესაა სტუმარ-მასპინძლობაო…

ამ ფოტოს ვუყურებ მთელი დღეა, შემაღლებულზე, ულამაზესი ქართლის ხეობის ფერებით დამტკბარი, მოსული ტანის, შეჭაღარავებული, ომ გამოვლილი და ცხოვრება ნანახი ქართველი, როგორ ამაყად დგას და იღიმება…

მეც ვაჟა ფშაველა მახსენდება… ოღონდ “ბახტრიონი”…

“…ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა!” - პოსტს სანდრო ელოშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა