თეგებით ძიება

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლჭყაპი - ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

„10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ყველგან გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, მაღალ მთაში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში უმეტესად უნალექოდ. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 10 ნოემბრის შუადღემდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ზესტაფონი) 10 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ღამის საათებში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ღამით ზოგან იწვიმებს და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): ღამით ზოგან იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) ღამით ზოგან შესაძლოა მოთოვოს და ქარიც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა