თეგებით ძიება

"1 დღეში 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა ავარიით... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ლუკა?“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმში 18 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი. გარდაიცვალა 18 წლის ლუკა საფარიძე. 1 დღეში 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა ავარიით. გადაინაცვლეს მარადიულობაში... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ლუკა? რატომ, რატომ? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს, ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, რით უნდა დაამშვიდო... ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული...“, - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა