თეგებით ძიება
10. 11. 2023 მსოფლიო

ევროკავშირი უსამართლოდ რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს - ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე

ევროკავშირი პოლიტიზებული და მცდარი შეფასებებით სარგებლობს. ამის შესახებ 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ჩვენს გაოცებას იწვევს ევროკავშირის ეს პოზიცია. მასში იგნორირებულია ზუსტი ფაქტები და ოსური მხარის განმარტებები. ბრიუსელი უაპელაციოდ ცდილობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. ეს არის ცალმხრივი, პოლიტიზებული, მცდარი შეფასებები. ის ევროკავშირის ანგაჟირებასა და მიკერძოებულ დამოუკიდებულებაზე მიუთითებს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის, თამაზ გინტური 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს. მოლაპარაკების შემდეგ დოთიაშვილი ოსურმა მხარემ 9 ნოემბერს გაათავისუფლა და ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა