თეგებით ძიება

„როცა ადამიანს დანაშაული არ უმტკიცდება და ზის, ეს საზოგადოების და სამართლის მარცხია“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ, მეგობრებო, კარგი დღეებია, წარმატება აქვს საქართველოს, ყველას გვიხარია, ხოდა ამ ტალღაზე 21 წლის (ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია) ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვერ დაუმტკიცდა დანაშაული, რომ გათავისუფლდეს, კარგი ამბავი იქნება. წინა პოსტში მისი მეგობრების პლაკატი გავაზიარე და ამ პლაკატზე დაფიქსირდა ზოგი,"გმირად აცხადებთო" - ბრაზობენ. გმირად ვაცხადებ ჩემ თავს - შრომის. სერიოზულად კი, ახალგზარდები გააპროტესტებენ, აბა რას იზამენ? რომ არ აპროტესტებდნენ, მაშინ უნდა ვუსინჯავდეთ პულსს. როცა ადამიანს დანაშაული არ უმტკიცდება და ზის, ეს საზოგადოების და სამართლის მარცხია. ხოდა წინასწარ ხომ იჯდა წელიწადი თითქმის. ყოველგვარ აზრს მოკლებულია ახალგაზრდა ადამიანის პატიმრობაში ყოფნის მიზნად ქცევა.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა