თეგებით ძიება
10. 11. 2023 მსოფლიო

მექსიკაში, მიტოვებულ სატვირთოში 123 მიგრანტი იპოვეს, მათ შორის 34 ბავშვი

მექ­სი­კის ცენ­ტრა­ლურ შტატ სან-ლუის პო­ტოს­ში, მი­ტო­ვე­ბულ სატ­ვირთ მან­ქა­ნა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 123 მიგ­რან­ტი იპო­ვეს, მათ შო­რის 34 ბავ­შვი.

ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მი­ტო­ვე­ბუ­ლი სატ­ვირ­თი მან­ქა­ნი­დან ხალ­ხის ყვი­რი­ლი ის­მო­და. მათ და­სახ­მა­რებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაგ­ზავ­ნეს და მიგ­რან­ტე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მექ­სი­კის სა­ი­მიგ­რა­ციო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიგ­რან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა გვა­ტე­მა­ლა­დან, ნი­კა­რა­გუ­ა­დან და ჰონ­დუ­რა­სი­და­ნაა 

მიგ­რან­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ სა­ი­მიგ­რა­ციო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც აგენ­ტე­ბი მათ იუ­რი­დი­ულ სტა­ტუსს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ სად მი­დი­ო­და მიგ­რან­ტე­ბით სავ­სე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­მა ემიგ­რან­ტე­ბი მო­ა­ტყუ­ეს და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წაყ­ვა­ნას დაჰ­პირ­დნენ.

კონ­ტრა­ბან­და მექ­სი­კის­თვის საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბი პრობ­ლე­მაა: ოთხშა­ბათს, სა­სა­ზღვრო ქა­ლაქ სი­უ­დად ხუ­ა­რეს­ში, ერთ-ერთ სახ­ლში 11 მიგ­რან­ტი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ამ კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბით მექ­სი­კის სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა - ორი მათ­გა­ნი 16 წლი­საა.

დღეს ამე­რი­კი­სა და მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რი გზით გა­დას­ვლას დღე­ში ასო­ბით მიგ­რან­ტი ცდი­ლობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა