თეგებით ძიება

"ევროკავშირმა უკრაინასთან არ უნდა დაიწყოს წევრობაზე მოლაპარაკებები“ - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ორბანმა ადგილობრივ რადიოსადგურს განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის „მკაფიო პოზიციაა“ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ უნგრეთის უარი ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე არ წარმოადგენს კომერციული გარიგებების საგანს“, - ამბობს ორბანი.

ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტონ, გაიზიარებენ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა