თეგებით ძიება

დედამ 6 და 9 წლის შვილები საძინებელში მოკლა - სად მოხდა შემთხვევა?

ამ კვირაში, კენტუკის შტატში საზარელი შემთხვევა მოხდა. დედამ თავისი ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბავშვებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, საწოლზე იპოვეს პისტოლეტი, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი იყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ბავშვები ადგილობრივ საავადმყოფოში დაიღუპნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების დეტალებს არ აკონკრეტებენ.

„ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ამ ინციდენტში მონაწილე ყველა მხარე პასუხისგებაშია მიცემული და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 სასამართლო ჩანაწერების თანახმად, ლუკასი ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკების შენახვისთვის და ერთი თვე გაატარა ციხეში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა