თეგებით ძიება

რამზან კადიროვის შვილი ჩეჩნეთის კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უფროსი შვილი, ახმატი, ჩეჩნეთის სპორტის და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კადიროვის შვილს 8 ნოემბერს 18 წელი შეუსრულდა. აქამდე ამ თანამდებობას ჰუსეინ აბდულკარიმოვი იკავებდა. მას შემდეგ, რაც კადიროვი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა, აბდულკარიმოვი ახლა უბრალოდ მინისტრის მოადგილეა.

საერთო ჯამში ჩეჩნეთში სახელმწიფო თანამდებობებს რამზან კადიროვის 100-მდე ნათესავი იკავებს. შვილები, სიძეები, ძმისშვილები და მისი ძმები. 2018 წელს ჩეჩნეთში თანამდებობის 158 პირიდან 47 კადიროვის ნათესავი იყო, მას შემდეგ ეს რიცხვი გაიზარდა.

ასევე კადიროვის ახლო ნათესავები ჩეჩნეთის და რუსეთის სხვა რესპუბლიკების ორდენებით დაჯილდოვდნენ. რამზანის შვილი, ადამ კადიროვი, რომელიც 15 წლისაა, ჩეჩნეთის გმირის, ასევე თათრეთის ორდენით და ორი კავკასიის რესპუბლიკის - ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ორდენებით, „რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა