ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოს ალყა შემოარტყა - BBC
ისრაელის არმიას ალ-შიფას საავადმყოფო ალყაში ჰყავს მოქცეული. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ადგილზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს, ისრაელი „ჰამასის“ ათობით მებრძოლის განადგურების შესახებ იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასს“ სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.