თეგებით ძიება

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა

კიევში დღეს რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაისმა. როგორც ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა, საუბარია ბალისტიკური რაკატებით შეტევაზე, რომლებიც უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩამოაგდო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აფეთქებების ხმები ქალაქის მარცხენა ნაპირზე ისმოდა. ამჟამად საჰაერო განგაში შენარჩუნებულია და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სამალავებიდან არ გამოვიდნენ.

კლიჩკომ ასევე დააზუსტა, რომ შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. საჰაერო განგაში კიევში დილის 8 საათზე გამოცხადდა.

კიევზე და კიევის ოლქზე შეტევები კომბინირებული იყო და მასში უპილოტო საფრენი აპარატებიც მონაწილეობდა. საერთო ჯამში რუსულმა ძალებმა 30 დრონი და რაკეტა გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა