ხობში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ
ოჯახის წევრები ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ პირველხორგაში მცხოვრებ 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის ცნობით, დავით ტყებუჩავა ბოლოს გუშინ, ხობში, “კოლხეთის” დასახლების მიმდებარედ დილის საათებში ნახეს.
ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვს, სად შეიძლებოდა, წასულიყო ახალგაზრდა მამაკაცი. მათივე თქმით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც.