თეგებით ძიება

"8 წლის ემილი, რომლის მამის კადრებმა მსოფლიო შეძრა, შესაძლოა, ცოცხალი იყოს..." - რა შეტყობინება მიიღო ოჯახმა?

ტომ ჰენ­დი ფიქ­რობ­და, რომ მისი 8 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ემი­ლი "ჰა­მა­სის“ ტყვე­ო­ბა­ში და­ი­ღუ­პა. გო­გო­ნა 7 ოქ­ტომ­ბერს, სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ში "ჰა­მა­სის" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს გა­უ­ჩი­ნარ­და.

ოჯახ­მა ემი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა ამ დრომ­დე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა:

"არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი მო­ვი­და, რომ ის კი­ბუც­ში მკვდა­რი იპო­ვეს. ამის გა­გე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ღი­მე, რად­გან ვი­ცო­დი, რომ აღარ იტან­ჯე­ბო­და“ - ამ­ბობ­და ემი­ლის მამა.

ცოტა ხნის წინ, ტომს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლია და სა­ვა­რა­უ­დოდ, "ჰა­მა­სის“ მიერ აშე­ნე­ბულ გვი­რაბ­შია და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ახლა ვიცი, რომ ის ღა­ზა­შია და ცო­ცხა­ლია. უკვე 9 წლი­საა - ის ვერც კი გა­ი­გებ­და, რომ ცოტა ხნის წინ მისი და­ბა­დე­ბის დღე იყო. წარ­მოდ­გე­ნა არ ექ­ნე­ბა, ღა­მეა თუ დღე, ირ­გვლივ არც მე­გობ­რე­ბი ეყო­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი რისი გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია, ლოც­ვაა. ჩვენ მას ვე­ლო­დე­ბით. ემი­ლის სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად და­ვაბ­რუ­ნებთ. მე მას ბი­ონ­სეს კონ­ცერ­ტზე წა­ვიყ­ვან, დის­ნე­ის სამ­ყა­როს ვაჩ­ვე­ნებ... მთელს და­ნა­ზოგს დავ­ხარ­ჯავ, რომ გა­ვა­ხა­რო და ის ყვე­ლა­ფე­რი ავუ­ნა­ზღა­უ­რო, რაც ამ დრო­ის მან­ძილ­ზე და­კარ­გა“, - ამ­ბობს ტომი.

ტომ ჰენ­დი 64 წლის ირ­ლან­დი­ე­ლი ემიგ­რან­ტია, რო­მე­ლიც ბე­ე­რი­ში 1992 წელს ჩა­ვი­და - აქვე გა­იც­ნო ემი­ლის დედა. ქალი მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა გო­გო­ნა 2 წლის იყო. ტო­მის მე­ო­რე მე­უღ­ლე 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის დროს და­ი­ღუ­პა.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა