„გოგოებო, ნუ შეშინდებით და ნუ მოითმენთ... იმოქმედეთ, გაგვაგებინეთ და დანარჩენი უკვე ჩვენზეა“ - ბაია პატარაია
უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ რომ პოსტი გავაზიარე: ჩვენ ოქრო გოგოს ნინოწმინდაში ვიღაც ძონძი კაცი ჰყავდა გადაკიდებული, მოტაცებითაც ემუქრებოდა. ხოდა დღეს ელექტრონული სამაჯური შეაბეს. იაროს ახლა ძროხასავით ეჟვანით.
გამოძიებაც დაწყებულია, ცხადია.
გოგოებო, ნუ შეშინდებით და ნუ მოითმენთ ნურც ადევნებას და ნურც მოტაცების მუქარას. აუცილებლად მიმართეთ პოლიციას და აუცილებლად მოგვმართეთ ჩვენ. მაგ მხარეში საერთოდ პირველად გამოიყენეს ელექტრონული სამაჯური, იმიტომ რომ პირველად მოითხოვა გოგომ. ხოდა, მოითხოვეთ თქვენც - ძალიან ეფექტურია. თუ ხედავთ, რომ მოტაცების რისკი არსებობს - იმოქმედეთ, გაგვაგებინეთ და დანარჩენი უკვე ჩვენზეა და პოლიციაზე.“