თეგებით ძიება

14 წლის ამე­რი­კელ­მა მო­ზარ­დმა შექ­მნა სა­პო­ნი, რო­მელ­საც კა­ნის კი­ბოს დაამარცხებს

14 წლის ამე­რი­კელ­მა მო­ზარ­დმა, ჰე­მან ბე­კელ­მა, შექ­მნა სა­პო­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სხე­უ­ლის იმუ­ნურ სის­ტე­მას კა­ნის კი­ბოს და­მარ­ცხე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. სა­პონ­მა ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერს მთა­ვა­რი პრი­ზი მო­უ­ტა­ნა კონ­კურ­სში, რომ­ლის მი­ზა­ნია ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის­თვის წა­ა­ხა­ლი­სოს. კონ­კურსს აშშ-ში მარ­თავს კომ­პა­ნია 3M, რო­მელ­მაც 80-იან წლებ­ში N95 ნი­ღა­ბი და­ა­პა­ტენ­ტა.

ჰე­მან ბე­კე­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ეთი­ო­პი­ი­დან გა­და­ვი­და, ამ­ბობს, რომ სი­ახ­ლის შექ­მნა მას მცხუნ­ვა­რე მზის ქვეშ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა შთა­ა­გო­ნეს და იმე­დოვ­ნებს, რომ მისი ქმნი­ლე­ბა ნამ­დვი­უ­ლად ეფექ­ტუ­რი გახ­დე­ბა. სა­პო­ნი კანს „აწ­ვდის“ წამ­ლებს, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის იმუ­ნურ სის­ტე­მას კი­ბოს უჯრე­დებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ააქ­ტი­უ­რებს.თუკი დად­გინ­დე­ბა, რომ სა­პო­ნი უსაფრ­თხოა გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, ეს იქ­ნე­ბა დიდი წინსვლა მე­დი­ცი­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არ შე­უძ­ლია. პრო­ექ­ტის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი კი შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ 40 000 დო­ლა­რი იყოს.

საპ­ნის მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბაა იმი­და­ზო­ქი­ნო­ლი­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ჭე­ჭე­ბის, სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ. FDA-მ ასე­ვე და­ამ­ტკი­ცა ის ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მის სამ­კურ­ნა­ლოდ.

"ის ოდ­ნავ უფრო წე­ბო­ვა­ნია, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­პონ­თან შე­და­რე­ბით, რად­გან მას აქვს ლი­პი­დუ­რი ნა­ნო­ნა­წი­ლა­კი და მთა­ვა­რი ის არის, რომ საპ­ნის ჩა­მო­რე­ცხვის შემ­დე­გაც კი, სამ­კურ­ნა­ლო ნა­წი­ლე­ბი თქვენს კან­ზე დარ­ჩე­ბა“, - გან­მარ­ტავს ახლგაზ­რდა მეც­ნი­ე­რი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა