იტალიაში ცირკიდან გაქცეული ლომი დაიჭირეს (ვიდეო)
ლომი, რომელიც რომის მახლობლად, ქალაქ ლადისპოლის ცირკიდან გაიქცა, გაქცევიდან 7 საათში, ზღვისპირა ქალაქ ლადისპოლიში დაიჭირეს.
ლომი, რომელიც რომის მახლობლად, ქალაქ ლადისპოლის ცირკიდან გაიქცა, გაქცევიდან 7 საათში, ზღვისპირა ქალაქ ლადისპოლიში დაიჭირეს. ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით კომერსანტი,გე ავრცელებს.
ინფორმაცია ცირკიდან ლომის გაქცევის შესახებ შაბათს, გვიან საღამოს ქალაქის მერმა გაავრცელა. ის, ლომის პოვნამდე, მოსახლეობას სახლის დარჩენისკენ მოუწოდებდა.
„იმედი მაქვს, რომ ამ ეპიზოდმა შეიძლება სინდისის აღძრას და ჩვენ საბოლოოდ შევაჩეროთ ცირკებში ცხოველების ექსპლუატაცია", - დასძინა მერმა.
ლომის გაქცევის კადრები X-ზე (ყოფილი twitter-ზე) გავრცელდა, სადაც კარგად ჩანდა - როგორ დასეირნობდა გაქცეული ლომი ქალაქის ქუჩებში.