თეგებით ძიება

„იმ ოჯახის ვალი ჰქონდა, ნელ- ნელა უსტუმრებდა...“ - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები

საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობაში რამდენიმე ადამიანს ადანაშაულებს.

29 წლის ჯავიდ მამედოვის მშობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს.

„იმ ოჯახის ვალი ჰქონდა, ნელ- ნელა უსტუმრებდა. სასადილოც გადაუფორმა. ქორწილში იყო წასული. იქ სცემეს, გვითხრეს, 6 ადამიანი ურტყამდაო, ქალებიც კი ურტყამდნენო და მერე დანა დაარტყეს. სულ დამტვრეული აქვს სახე. სხვებიც დასაჭერები არიან. ვალს არ შეირჩენდა და აბრუნებდა, დამიღუპეს შვილი"- ამბობს გარდაცვლილის მამა.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში გვიან, ღამით მოხდა. სოფელ ლამბალოს მკვიდრ ახალგაზრდას თანასოფლელმა ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა