ეკა ჩავლეიშვილს ბელფასტის კინოფესტივალზე გადაეცა პრიზი საუკეთესო შესრულებისთვის
ბელფასტის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა პრიზი ნომინაციაში – „საუკეთესო შესრულება” (Best Performance) ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული მთავარი როლისთვის.
ბელფასტის 23-ე კინოფესტივალი გაიმართა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში, 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში.
ეს ეკა ჩავლეიშვილის მეორე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ იგი დასახელდა საუკეთესო მსახიობ ქალად სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ასევე მსახიობი წარდგენილია ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე, ნომინაციაში – „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023″.