თეგებით ძიება

ხვალ ახალი მთვარეა – რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ?

2023 წლის 13 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ბევრი ადამიანისათვის ცხოვრების განახლებული ეტაპის დასაწყისია და თითოეული ჩვენგანი წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს საბოლოოდ გადააფასებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე იმპულსურ ნიშნად ითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ნოემბრის თვის ძირითად ნაწილს მართავს, ეს ბევრი ადამიანისათვის უამრავი გაუთვალისწინებელი შემთხვევის, რადიკალური გადაწყვეტილებებისა და განახლების პერიოდია.

ზოგადად, როდესაც ახალი მთვარეა, როგორც წესი, თითოეული ჩვენგანი მომატებულ ემოციურობას, შფოთვას, უენერგიობას გრძნობს და გაღიზიანებულია. ამის გამო, კომუნიკაციაც რთულდება და შესაძლოა, კონფლიქტების რისკი გაიზარდოს. კონცენტრაცია გვიჭირს და გუნება-განწყობილებაც გვიქვეითდება. თუმცა, ასტროლოგების თქმით, 13 ნოემბრის ახალი მთვარე ყველაზე მეტად იმიტომაა გამორჩეული, ეს დღე შესაძლოა, წარსულსა და მომავალს შორის, ერთგვარ გარდამტეხ ეტაპად გადაიქცეს. ახლა მოგვიწევს, გარკვეულ ურთიერთობებს საბოლოოდ გადავხედოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ, ადამიანების რეალური სახე დავინახოთ, შევწყვიტოთ ილუზიებში ცხოვრება.

მორიელი სიყალბეს ვერ იტანს. ამიტომაც, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სანდონი გეგონათ, სულაც არ არიან ასეთები. ან კიდევ მხარდაჭერა მიიღოთ მათგან, ვისგანაც არ ელოდით. შესაძლოა, გადაფასების პერიოდი თქვენთვის მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ საბოლოოდ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რაც მოძველებულია და ბედნიერებას აღარ განიჭებთ.

13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებით წარმატებული ლომისთვის, ქალწულისთვის, სასწორისა და კირჩხიბისთვის იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მომდევნო დღეებში მნიშვნელოვან სიახლეს, სასიამოვნო სიურპრიზსა და ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებენ, რაც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებათ.

შედარებით უფრო რთული ეტაპია ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის და მერწყულებისთვის. ასევე, მორიელის წარმომადგენლებიც მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას იგრძნობენ. შესაძლოა, იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღონ და შემდეგ შედეგი ძალიან ინანონ. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი მთვარის პერიოდში მშვიდად იყოთ, დრო სახლში გაატაროთ, დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით და განიტვირთოთ.

ახალი მთვარის პერიოდში რეკომენდებული არ არის:

მნიშვნელოვანი ბიზნესის წამოწყება და გადაწყვეტილების მიღება

სესხის აღება

ჯგუფური პროექტების აღება

ზედმეტად ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა

ახალი კონტრაქტების გაფორმება

13 ნოემბრის ახალი მთვარის პერიოდში რეკომენდებულია:

სახლი საფუძვლიანად დასუფთავება – ითვლება, რომ ამ გზით, ახალი მთვარის დროს, სახლში ახალ ენერგიას შემოუშვებთ და ძველ, უარყოფით ემოციებს დაემშვიდობებით.

ასევე, ჩამოწერეთ საკუთარი გეგმებისა და მიზნების შესახებ და პერიოდულად გადახედეთ. შესაძლოა, ის იდეები, რომლებიც ამ დღეს მოგივათ, სამომავლოდ ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს.

შეგიძლიათ, ფურცელზე ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც ტკივილს განიჭებთ და გაწუხებთ. შემდეგ კი ეს ფურცელი დაწვით და ფერფლი ჰაერში მიმოფანტეთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენს ემოციებსა და ფიქრებს ათავისუფლებთ და დროს ახალ მიზნებს უთმობთ.

წყარო – “ბომონდი”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა