უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ წერს:
სამწუხაროდ, უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი ბიჭი, ირაკლი ქურციკიძე დაეცა. ის საარტილერიო იერიშის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, დაღუპვამდე კი 7 მებრძოლის გამოყვანა და, შესაბამისად, გადარჩენა შეძლო. როგორც მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ლაშა შერგელაშვილი იხსენებს, ერთი დაჭრილი თანამებრძოლი მან ზურგით, ორ კილომეტრზე ატარა - დაჭრილისა და საკუთარი თავის გასამხნევებლად, "შენ ხარ ვენახის" ღიღინით...
🇺🇦🇬🇪 პროფესიონალი სამხედრო, უბადლო მეომარი, უსაზღვრო პატრიოტი - ასეთად დარჩება ირაკლი მისი მეგობრებისა და ახლობლების გულებში.
სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მეგობრებს, ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, რომელმაც ასეთი დიდებული ბიჭი დაკარგა...
🫡 გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!- წერს ლაშა ბერულავა.