თეგებით ძიება
13. 11. 2023 მსოფლიო

ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი ვერ გააძევებს რუსეთს  სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. 

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი ამ რეგიონებში ისტორიულად მდებარეობს და არსად გაქრება.

მისი თქმით, მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა „ეს ძალიან კარგად იციან“.

„ეს არ ეხება მხოლოდ პუბლიკაციებს. იქ დასავლური სამყაროს ლიდერებიც კი თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, ეს არ გამოუვათ“, - აცხადებს ლავროვი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა