თეგებით ძიება

“ეს პროცესი დასასრულებელია. თუ არადა, პროექტს ვხურავ” - კეზერაშვილის წერილი სააკაშვილს

დავით კეზერაშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მიწერა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა “ნაციონალურმა მოძრობამ”, ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში – წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები „კურიერი პი ესმა“ გაარკვია.

ვინ როგორ ხედავს “ნაციონალების” მომავალს, რას წერს კეზერაშვილი სააკაშვილს და ვისი დავალებით წაიშალა მელიას ქება ექსპრეზიდენტის ფეისბუკ-გვერდიდან.

“ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ” – დავით კეზერაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

“კურიერი პიესის” ინფორმაციით, პარტიის არაფორმალურ მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა, პარტიის დამფუძნებელს ციხეში წერილი მიწერა. ავტორი ადრესატს ავალებს: საბოლოოდ გაირკვეს, ვინ არის “ნაციონალურ მოძრაობაში” ამრევი, ვის არ უნდა ერთობა და ვინ უნდა წავიდეს პარტიიდან.

კვიპროსსა და “ვივამედს” შორის შუამავლის როლი პეტრე ცისკარიშვილს ერგო.

თუკი კეზერაშვილი და სააკაშვილი პარტიის ახალ კონფიგურაციზე ვერ შეთანხმდებიან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას”, სავარაუდოდ, ფინანსებს შეუწყვეტს. “კურიერი პიესის” მოპოვებული წერილის შინაარსის მიხედვით, ბერკეტები კვლავ კობა ნაყოფიას ხელში გადავა. “ნაყოფიამ მიგიხედოს პარტიას” – წერილი ამ სიტყვებით მთავრდება, იუწყება „კურიერი პი ესი“.

წყარო - "რუსთავი 2"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა