ჯონი დეპი ფანს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა
მსახიობი, ჯონი დეპი თავის პატარა გულშემატკივარს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა. 5 თვის განმავლობაში 17 წლის სოფი უილკინსონი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებს ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდათ. მშობლებს ერთადერთი გამოსავალი რჩებოდათ, რომ გოგონას საყვარელი მსახიობისთვის დაერეკათ და დახმარება ეთხოვათ. მათ ჯეკ ბეღურას წერილი მისწრეს, რომელშიც სთხოვდნენ, რომ თუ ის მათ ქალიშვილთან მისვლას ვერ მოახერხებდა, მისთვის რაიმე ჩანაწერი მაინც გაეკეთებინა. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავმა პატარა სოფისთვის ჯეკ ბეღურას პაროდია გააკეთა და ჩანაწერი ოჯახს გაუგზავნა. საყვარელი არტისტის ხმის გაგონებამ გოგონა კომიდან გამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას ფორმით ბავშვთა საავადმყოფოებს ხშირად სტუმრობს და მათ საკმაოდ სოლიდური თანხებით ეხმარება.