ჩემი იდეაა, რომ 300 წარმატებული ემიგრანტის კლუბი გავაკეთო - მამუკა ხაზარაძე
„ძალა დღეს არის ემიგრაციაში და ახალგაზრდებში,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს და ემიგრანტთა კლუბის დაფუძნების ინიციატივით გამოდის.
„ჩემი იდეაა, რომ 300 წარმატებული ემიგრანტის კლუბი გავაკეთო.
ეს 300 ადამიანი უნდა იყოს ავანგარდში იმ საქართველოდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ არის, მათთან ერთად უნდა განვახორციელოთ სერიოზული რეფორმები.
ასევე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სადაც არის ჩვენი დიასპორა და ემიგრანტები – საარჩევნო ყუთები იქ დაიდგას, რადგან ხელისუფლებას ეშინია ემიგრაციის, ამ ადამიანებს კი არ აქვთ საშუალება მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან,“ – ამბობს ხაზარაძე.