"უცხო ენების ცოდნის გამო ამიყვანეს ტელევიზიაში" - რას იხსენებს დემნა გვასალია?
ცნობილი დიზაინერი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში იხსენებს საქართველოს ტელევიზიაში მუშაობის პერიოდს. "17 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს ტელევიზიაში მოვხვდი. უცხო ენების ცოდნის გამო ამიყვანეს."
"ჩემმა ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა: ‘დემნა, შენ ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, რაც შენ გინდა და არა რაც სხვებს უნდათ.’"
"ეკონომიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდია მქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელებაზე უარი ვთქვი. ანტვერპენში წავედი, რომ მოდა მესწავლა."
"ანტვერპენის აკადემიაში გამოცდაზე რომ შევედი, ამოვიღე ჩემი ათი ცალი ფანქარი და ფურცელი. გავიხედე და იაპონელებმა მთელი კონსტრუქციები ამოალაგეს, რითიც უნდა ეხატათ, რაღაც ინსტრუმენტებს იქნევდნენ აქეთ-იქით. მერე გავიგე, სად მოვხვდი და ვინ მასწავლიდა! უდიდესი ავანგარდისტები."