თეგებით ძიება
13. 11. 2023 მსოფლიო

ალ-შიფას საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე და სახიფათო ვითარებაა, ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მუდმივმა სროლამ და დაბომბვამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაამწვავა უკვე კრიტიკული გარემოებები და რომ ალ-შიფა აღარ ფუნქციონირებს, როგორც საავადმყოფო.

ისრაელის სამხედროებმა გაიმეორეს, რომ მზად არიან, ათობით დაუცველი ახალშობილის ევაკუაცია განახორციელონ და ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ შტაბია და რომ დაჯგუფება მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა