თეგებით ძიება

ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ფორმულას დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის პირველი და 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტებითაც. ადვოკატის ცნობით, მას პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავება, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას. ზურა ნიჟარაძის სასამართლო სხდომა 28 დეკემბერს არის ჩანიშნული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა