თეგებით ძიება
13. 11. 2023 მსოფლიო

ალბანეთის ეროვნული ლიგის მატჩის დროს, 28 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

ალბანეთში ფეხბურთის მატჩის დროს ფეხბურთელი გარდაიცვალა. 28 წლის რაფაელ დვამენამ, რომელიც ალბანურ კლუბ ეგნატიაში თამაშობდა, მატჩის დროს გონება დაკარგა. მის გარდაცვალებას განის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ დეტალები ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ალბანეთის ეროვნული ლიგის მატჩის 24 წუთზე დვამენა მოედანზე წაიქცა. მასთან მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების პერსონალი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, განელ ფეხბურთელს 2021 წელს, ავსტრიის თასის მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა, თუმცა, გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ფეხბურთის თამაშს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა