აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი გამოყო
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს და რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი (650 ათასი დოლარი) გამოჰყვეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იტყობინება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 5 ნოემბერს დაიწყო. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმება 30 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტზე მიღწეულია.
მან ასევე თქვა, რომ დეფაქტო აფხაზეთის დელეგაცია, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, ამ საკითხზე მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„თუ ისინი პროდუქტიული იქნება, მაშინ ამ წლის ბოლომდე[2023] დაგვჭირდება დაახლოებით 250-370 მილიონი კილოვატ საათი“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.