თეგებით ძიება

რუსთავში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 271 მძღოლი დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით  რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელების დროს 271 ავტომობილი დააჯარიმეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.

დაჯარიმებულებს შორის ყველა კატეგორიის ავტომობილია.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა